მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა.

ეს შედეგები მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პარტიას პარლამენტში 101 მანდატიდან სულ მცირე 54 მანდატის მოპოვების გარანტიას აძლევს. ამგვარად, ის შეინარჩუნებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პარლამენტში მას 61 მანდატი ჰქონდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აქტივობამ 52.1 პროცენტი შეადგინა. არჩევნებში ხმა 1.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა.

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები