საქართველოს ბავშვთა- სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა

საქართველოს ბავშვთა- სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო
რესურსცენტრის მხარდაჭერით, 26 სექტემბერს, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე,
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და
სპორტის მასწავლებლები.

,,ოლიმპიადის გახსნის შემდეგ, კალენდრის მიხედვით, ჩატარდა შეჯიბრი გეზრბენში
(ესტაფეტა – გოგონები და ვაჟები). გოგონათა გუნდების შეჯიბრში მონაწილეობდნენ
საგარეჯოს N1, N3 და ნინოწმინდის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ხოლო ვაჟთა
გუნდების შეჯიბრში – საგარეჯოს N1, N2, N4, გომბორის, დიდი და პატარა ჩაილურის და
ნინოწმინდის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
გოგონათა შორის გეზრბენში ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – საგარეჯოს ნუგზარ ჭანტურიას სახელობის N2 საჯარო სკოლა (მასწავლებელი:
ელენე ფარეშიშვილი);
II ადგილი – ნინოწმინდის საჯარო სკოლა, გუნდი „ბოდისი” (მასწავლებელი: ნინო
გოცირიძე);
III ადგილი – საგარეჯოს N3 საჯარო სკოლა (მასწავლებელი: ლუდმილა ფერაძე).

ვაჟებში:
I ადგილი – საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა (მასწავლებლები: ოთარ დევდარიანი და რამაზ
ასაბაშვილი);
II ადგილი – გომბორის საჯარო სკოლა (მასწავლებელი; მზია ბიჩინაშვილი);
III ადგილი – პატარა ჩაილურის საჯარო სკოლა (მასწავლებელი: ალექსანდრე როსტიაშვილი).

პირველ ადგილზე გასული ვაჟთა და გოგონათა გუნდები ჩაერთვებიან სასკოლო
სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში, რომელიც გაიმართება 2026 წლის
გაზაფხულზე, კახეთში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები