ოზურგეთში, ჩოგბურთის სამოყვარულო ღია ტურნირი – „ოზურგეთის თასი 2025″ მიმდინარეობს

“ოზურგეთში, ჩოგბურთის სამოყვარულო ღია ტურნირი – „ოზურგეთის თასი 2025″ მიმდინარეობს”, – ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო ცენტრი 25-28 სექტემბერს, ტურნირს მოყვარულ ჩოგბურთელთათვის მასპინძლობს.

,,ტურნირი, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში (“მიქსდ დაბლ” ფორმატში) 18+ ასაკის ქალთა და მამაკაცთა შორის იმართება, წყვილთა შორის თამაშები კი Pro-Am პრინციპით.

თამაშს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ.

28 სექტემბერს, სამოყვარულო ტურნირის ფინალური დღე, საზეიმო ღონისძიებით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. დაჯილდოვდება 12 პრიზიორი.

ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ტურნირის პარტნიორია მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაცია “სმეში”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები