“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში შეხვედრები გამართა

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში შეხვედრები გამართა.

“მოგეხსენებათ, რომ ე.წ ფაფის დასახლებაში, 150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

ამ ეტაპზე, ათსართულიანი კორპუსის ყველა სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადმოგეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობდით, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა”, – აღნიშნა გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები