ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას მიმართ განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა. საქმეში ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრლად. ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებულნი.