დანიამ მის აეროპორტებზე დრონებით კოორდინირებული თავდასხმების შესახებ ნატო და ევროკავშირი გააფრთხილა
დანია იძულებული გახდა, დაეხურა ოლბორგის აეროპორტი და კიდევ სამი აეროპორტი საგანგებო მდგომარეობაზე გადასულიყო, რადგან საჰაერო სივრცეში დრონები დააფიქსირეს.
ხელისუფლება მომხდარ ფაქტს კოორდინირებულ თავდასხმებს უწოდებს და ამის გამო ნატო-სა და ევროკავშირს უკვე დაუკავშირდა.
მათივე ცნობით, მომავალში ინციდენტების გამეორების შემთხვევაში, დრონების ჩამოგდების უფლებამოსილება მიეცათ.
დანიის ეროვნული პოლიციის ცნობით, დრონები იმავე სქემით მოქმედებდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ კოპენჰაგენის აეროპორტთან დაფიქსირებული დრონები, რომელთა გამოც ფრენები ოთხი საათით შეაჩერეს.
ცნობების თანახმად, დრონებმა, რომლებიც ოლბორგის ფუნქციონირებას აფერხებდნენ, ტერიტორია დაახლოებით სამი საათის შემდეგ დატოვეს.