“საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე” – გორდულაძე
“რეალურად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ამ ყველაფრის მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი.
“ეს მიზანი და იდეა აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში”, – აღნიშნავს გორდულაძე.