მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდან გრლიჩ რადმანთან

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდან გრლიჩ რადმანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების, ისევე როგორც განხორციელებული ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები