მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გეორგ გეორგიევს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროა ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები