მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო ჯურიჩთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და სერბეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივებს. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების, ასევე საქმიან წრეებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების კარგი შესაძლებლობა.