გურამ მაჭარაშვილი: ხალხს ეუბნებიან ამირჩიე, რომ მერე ყველა გავიდეთ გარეთ ქუჩაში, გავაჩერო მეტრო, ავტობუსები, ნაგვით გაივსოს ქალაქები და ა.შ ეს არის იმ ადამიანების დაპირება, რომლებიც ამბობენ, რომ მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთ მოუვლიან თვითმმართველობებს

პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მერობის კანდიდატ8ის ირაკლი კუპრაძის და მისი მხარდამჭერების საარჩევნო დაპირებებსა და მოწოდებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატის მოწოდებები და განცხადებები მშვიდობიანი პროტესტის ნიშნებს არ შეიცავს, რადგან რადიკალები ინტერესდებიან გდდ-ს თანამშრომლების რაოდენობით და ითვლიან სამართალდამცველის წინააღმდეგობის გაწევისთვის ხალხის საჭირო რაოდენობას.

„ამ ხალხს (რადიკალებს) უცხოეთიდან შესაბამისი ძალები აფინანსებს იმისთვის, რომ აქ ძალადობრივი პროცესები წარმართონ, როგორც ეს იყო შარშან. ეს არის მათი მიზანი. და თუ უარყოფენ და ამბობენ, რომ ძალადობა არაფერ შუაშია, მაშინ რატომ ითვლიან რამდენი თანამშრომელია გდდ-ში, გაუწევენ თუ ვერა მათ წინააღმდეგობას და ა.შ. საერთოდ რა შუაშია პოლიცია, რატომ ითვლიან თანამშრომლებს თუ პროტესტი მშვიდობიანია? პროტესტი რომ გადაიზრდება ძალადობრივ პროცესებში მერე ბუნებრივია ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და მართლწესრიგი. მოვისმინეთ კუპრაძის განცხადება, რომ გაფიცვას მოაწყობს, ვიღაც ამბობდა, რომ ასი ათას ადამიანს მეტი შენობის ბლოკირება შეუძლია და ა.შ აქ სადაა მშვიდობიანი აქციების მოწოდება? თუკი ვინმე ასეთ ნაბიჯებს გადადგამს რეაქცია იქნება შესაბამისი. ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება დანაშაულის შემადგენელ ნიშნებს რომ შეიცავს, ამაზე ამბობდნენ ძალადობრივი ნიშნები არ არისო. ძალადობრივი აქცია თუ არ გინდა და გინდა მშვიდობიანი, რატომ ითვლი რამდენი თანამშრომელია ამა თუ იმ უწყებაში.

კუპრაძის და ელისაშვილის მოწოდებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და აბსურდულობას. თვითმმართველობის არჩევნებში ხალხს ეუბნებიან ამირჩიე, რომ მერე ყველა გავიდეთ გარეთ ქუჩაში, გავაჩერო მეტრო, ავტობუსები, ნაგვით გაივსოს ქალაქები და ა.შ ეს არის იმ ადამიანების დაპირება, რომლებიც ამბობენ, რომ მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთ მოუვლიან თვითმმართველობებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები