ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია – აბსოლუტურად სხვანაირად უმუშავებს გონება, ენერგიაც აქვს უშრეტი და ასეთი ძლიერი სუს-ის ხელმძღვანელი სანატრელია ნებისმიერი ქვეყნისთვის
მამუკა მდინარაძე რომ ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის აქტიურად დაწყებაც ვიღაცებს ძალიან აწუხებთ.
„მოღალატეებს ოპოზიცია ეძებდა ჩვენს რიგებში, ჩვენი სამართალდამცავი უწყებების რიგებში. ქრთამს პირდაპირ ეთერში სთავაზობდნენ და ა.შ. რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ, ვინაიდან ჩვენს უწყებებში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან პირველ რიგში თავიანთ ქვეყანას, სამშობლოს და ესენი არიან პატრიოტი ადამიანები.
მამუკა მდინარაძე რომ ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად სხვანაირად უმუშავებს გონება, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ენერგიაც აქვს უშრეტი და შესაბამისად, ასეთი ძლიერი სუს-ის ხელმძღვანელი სანატრელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მამუკა მდინარაძის უწყებაში შედის ასევე ანტიკორუფციული სამსახური და როგორი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული კორუფციასთან კარგად ხედავთ და ვიღაცებს ეს აწუხებთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.