მაჭავარიანი – ირაკლი კუპრაძის ბრალდებებზე: ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას – თავიანთ პარტიებს მიხედონ
„მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცავ უწყებებში – ვერ აღმოაჩინეს და ახლა ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას”, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
ის „ლელოს“ მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც სუს-ს და უწყების უფროსს, მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
“თავიანთ პარტიებს მიხედონ და რომ არ იყვნენ ასეთ დისკრედიტირებულ მდგომარეობაში, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.