გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის – განსაკუთრებით საგამოძიებო დასკვნის შემდგომ, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასრულდეს ქვეყანაში
„პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია იმ ე.წ. დიპლომატებისთვის, რომლებსაც სურთ დააფინანსონ საქართველოში რევოლუციური სცენარები,“ – ამის შესახებ მედიასთან, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია იმ ე.წ. დიპლომატებისთვის, რომლებსაც სურთ დააფინანსონ საქართველოში რევოლუციური სცენარები. „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, მით უმეტეს არანაირი ოპოზიცია არ არის. განსაკუთრებით საგამოძიებო დასკვნის შემდგომ, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჯერ ერთი გაიშიფრა, რომ უცხოური ძალები აფინანსებენ, უკვე სერიოზულად დაზიანდნენ და მათივე მხარდამჭერებიც კი აღარ უჭერენ მხარს ძალადობრივ აქციებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.