“ელისაშვილის განცხადებები ემოციისგან გამოწვეული არ არის, ეს კონკრეტული გეგმაა, რომელიც გააჩნია იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს” – ვოლსკი
“ალეკო ელისაშვილის განცხადებები ემოციისგან გამოწვეული არ არის და ემოცია არ განაპირობებს, ეს კონკრეტული გეგმაა, რომელიც გააჩნია იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„რაც შეეხება მერიის სამსახურებისადმი ასეთ მოწოდებას და ასეთი მესიჯის გაშვებას, მათ საყურადღებოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მერიის სამსახურებს იცნობენ და არც იმ ადამიანებს ვინც თავის ქალაქს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. შეიძლება, მერიაში დასაქმებულ ადამიანებს პოლიტიკურად სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ, მაგრამ არც ერთს არ უნდა, თავისი ქალაქის ნგრევა იხილოს იმ უნამუსო განცხადებების შესაბამისი, რომელიც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.