“ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც გახარია -“ლელოდან”, ისე ზოგადად მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რომ რაც შეიძლება აბსურდული წინასაარჩევნო დაპირებები გასცენ” – ჭეიშვილი
“ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც მერობის კანდიდატი გახარია-“ლელოდან”, ისე ზოგადად მისი საარჩევნო შტაბის თუ მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იმაში, რომ რაც შეიძლება აბსურდული წინასაარჩევნო დაპირებები გასცენ”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატი, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
“თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ გზავნილებში, ამ დაპირებებში არის მართლაც სიმართლის მარცვალი იმ თვალსაზრისით, რომ ვინაიდან ისინი არავითარ გამოცდილებას, არავითარ კომპეტენციას, არავითარ შესაბამის უნარებს არ ფლობენ, რაც შეიძლება ქალაქ თბილისის ეფექტიანად მართვისთვის იქნეს გამოყენებული. გასაგებია, რომ პარალიზების და კოლაფსის გარდა, სხვას ვერაფერს ვერ დაჰპირდებიან, თუნდაც საკუთარ ამომრჩეველს,” – ამბობს ჭეიშვილი.