ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის შფოთვის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული, დასანქცირებული და ეკონომიკა არ უნდა ვითარდებოდეს
“ოპოზიციის შფოთვის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული, საქართველო უნდა იყოს დასანქცირებული, საქართველოში ეკონომიკა არ უნდა ვითარდებოდეს,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ოპოზიცია შფოთავს ყველაფერზე, რაც კი შეიძლება, საქართველოსთვის სასიკეთო იყოს. მათ შორის, აშშ-თან ჩვენი განცხადებული პოლიტიკა გადატვირთვასთან დაკავშირებით შეიძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალიზდეს. ამიტომ შფოთავს ოპოზიცია. სხვა მიზეზი მის შფოთვას არ გააჩნია. პირიქით, პროამერიკული, პროევროპული ოპოზიცია წესით, უნდა მიესალმებოდეს. მათი შფოთვის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული, საქართველო უნდა იყოს დასანქცირებული, საქართველოში ეკონომიკა არ უნდა ვითარდებოდეს, რომ ამ ნეგატივის ფონზე იქნებ, როგორმე, ხალხში უკმაყოფილება იყოს და მათი აუხდენელი ოცნებები ახდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.