ლევან მაჭავარიანი: ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით
“ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს მიმართ ესტონეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.
„შემჩნეულები არიან სანქციების ავლაში, რამდენიმე ფაქტი იყო, რომ ხელს უწყობენ ბალტიის ზღვიდან მსხვილ მიმწოდებლებს. ახლა [ესტონეთის] ელჩი გადაჰყავთ თურმე, სომხეთში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს ცვლის და ამით ჩვენ არაფერი გვაკლდება. უბრალოდ, ისინი აგრძელებენ თავიანთი მოქმედებებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაზიანებას”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.