გურამ მაჭარაშვილი – შეერთებულ შტატებში სუს-ის უფროსის ვიზიტზე: როგორც მინიმუმ, ამერიკის მხრიდან აღარ ისმის უსამართლო განცხადებები საქართველოს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს ეხმაურება.
“ეს ვიზიტი და ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა შტატებში ვიზიტის შემდეგ, გვაძლევს იმედს, რომ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და მოხდება სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა. როგორც მინიმუმ, ამერიკის მხრიდან აღარ ისმის უსამართლო განცხადებები საქართველოს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორული ურთიერთობები ნორმალიზდება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.