გიორგი სოსიაშვილი – ესტონეთზე: მათთვის საინტერესო ის კი არ არის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, არამედ თავიანთი მიზნებს მოემსახურონ
“მათთვის საინტერესო ის კი არ არის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, არამედ თავიანთი მიზნებს მოემსახურონ,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ესტონეთის მიერ საკუთარი ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ეს ქვეყანა, რომელიც სიყალბეზე გელაპარაკება, სიყალბეს გაბრალებს, არ ცდილობს, რომ ეს ჩვენი დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობა როგორღაც ნორმალურ რელსებზე გადაიყვანოს. ეს ნათლად მეტყველებს, თუ სინამდვილეში რა მიზნები ამოძრავებთ მათ – მათთვის საინტერესო ის კი არ არის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, არამედ თავიანთი მიზნებს მოემსახურონ”, – განაცხადა სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.