მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილის და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 13 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბახტიორ საიდოვის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის” განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები