ჯეი დი ვენსი ამერიკელ ოლიმპიელებს აფრთხილებს, პოლიტიკაზე ლაპარაკი შეწყვიტონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამჟამად იტალიის ქალაქ მილანში მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად იმყოფება, სადაც ქვეყანას მილანო კორტინაში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენს.

როგორც მედია აღნიშნავს, ვენსი იმ სპორტსმენებზე გაბრაზდა, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით კი მის აგრესიულ ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.

“ჩემი რჩევა მათთვის იქნება, რომ ეცადონ ქვეყნის გაერთიანებას და როდესაც ქვეყანას წარმოადგენ, წარმოადგენ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. თქვენ იქ ხართ სპორტული შეჯიბრებისთვის და იქ ხართ თქვენი ქვეყნის წარმოსადგენად და იმედია, მედლის მოსაგებად. თქვენ იქ არ ხართ იმისთვის, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოთ”,- განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, ოლიმპიური სპორტსმენების უმეტესობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შესანიშნავ საქმეს აკეთებს და მთელი ქვეყნის მხარდაჭერით სარგებლობს.

“ქვეყნის გაერთიანების გზა არ არის უცხო ქვეყანაში გამოცხადება და შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა, არამედ თქვენი საქმის კეთება და ქვეყნის კარგად წარმოჩენა“,- დასძინმა ვენსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები