Jet2-ის ბორტზე მომხდარი ჩხუბის გამო თვითმფრინავი ბელგიაში გადაამისამართეს – ჩხუბში მონაწილე ორ მგზავრს ფრენა აეკრძალა

ავიაკომპანია Jet2-ის ბორტზე, რომელიც თურქეთიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიფრინავდა, მგზავრებს შორის დაპირისპირება მოხდა რის გამოც რეისის გადამისამართება გახდა საჭირო.

Fox News-ის ცნობით, რეისი, რომელიც ანტალიიდან მანჩესტერში მიფრინავდა, ბელგიაში გადამისამართდა მას შემდეგ, მგზავრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

“ორივე მათგანი პოლიციამ ბრიუსელში ჩამოსვა და რეისი მანჩესტერის მიმართულებით გაგრძელდა“, – აცხადებს ავიაკომპანია.

 ჩხუბის დაწყების სავარაუდო მიზეზი, ერთ-ერთი მგზავრის მხრიდან რასისტული გამონათქვამები გახდა.

ავიაკომპანია Jet2-მა დაადასტურა, რომ ორივე მგზავრი იმ პირების სიაში შეიყვანეს, რომლებსაც ფრენა ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები