გიორგი გაბუნია – ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: ჩვენ ესტონეთს ვეღარ განვიხილავთ, როგორც ახლო პარტნიორ ქვეყანას, მისი ხელმძღვანელების მხრიდან წარმოებული პოლიტიკის გამო

“ჩვენ ესტონეთს ვეღარ განვიხილავთ, როგორც ახლო პარტნიორ ქვეყანას, მისი ხელმძღვანელების მხრიდან წარმოებული პოლიტიკის გამო,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„საქართველოს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება. უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ელჩის საქმიანობა იყო აბსოლუტურად უსუსური და აბსოლუტურად უშედეგო საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები