ნინო ფოჩხუა: ტედ კრუზის ინიციატივა აჩვენებს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ძალადობრივ პროტესტს აღარ შეეგუებიან

“ხანდახან მგონია ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებენ. აბა რა დავარქვათ იმას, რაც ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს მიმართა გამოიძიონ იმ თანხების წარმომავლობა, რომლითაც ფინანსდება ძალადობრივი პროტესტი და აქციები,” – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მსოფლიო უკვე გამოფხიზლებისკენ მიდის, რასაც აქაური დესტრუქციული ოპოზიცია ვერ ან არ იმჩნევს, მაგრამ ძალიან მალე მოუწევთ შეეგუონ რეალობას და დაემორჩილონ ქვეყნის ინტერესებს.

“ხანდახან მგონია ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებენ. აბა რა დავარქვათ იმას, რაც ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს მიმართა გამოიძიონ იმ თანხების წარმომავლობა, რომლითაც ფინანსდება ძალადობრივი პროტესტი და აქციები. ასევე სენატორი აპირებს წარადგინოს კანონი, რომელიც აუკრძალავს იმ ორგანიზაციებს დაფინანსებას, რომლებიც აწყობენ არეულობას. ასეთი ორგანიზაციები მოხვდებიან სპეციალურ სიაში.
დიახ, გამოფხიზლებისკენ მიდის მსოფლიო, რასაც აქაური დესტრუქციული ოპოზიცია არ იმჩნევს, მაგრამ სულ მალე მოუწევთ შეეგუონ რეალობას და გაეშვან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს.” – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები