“ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას” – საბა ბუაძემ “ლელო” დატოვა
საბა ბუაძემ “ლელო” დატოვა.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“მეგობრებო, როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება ლელოში პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ (ცხადია, რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო)
დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე “ლელო”.
მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და ჩემს სხვა მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 6 წლის წინ დავაფუძნეთ “ლელო”. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, “ლელოში” ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს”, – წერს ბუაძე.