დავით მათიკაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ესტონეთი გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკით და ანტიქართული გადაწყვეტილებებით

“ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ესტონეთი გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკით და ანტიქართული გადაწყვეტილებებით,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს მიმართ ესტონეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონეთი ცდილობს, ყველა ფორმით ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე

„ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ესტონეთი გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკით, ანტიქართული გადაწყვეტილებებით. ჩვენ გვახსოვს ცალკეული პირების დასანქცირება, რომელსაც არანაირი საფუძველი და ლოგიკა არ გააჩნია. თვითონ რუსეთთან მიმართებით სარგებლობენ ყველა, ე.წ. პრივილეგიით. ახდენენ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობას, როგორც ვნახეთ, ხდება ჩრდილოვანი ფლოტის მომარაგებაც ნავთობპროდუქტებით. საქართველოსთან მიმართებით, პირიქით, ეს ქვეყანა ცდილობს, ყველა ფორმით ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე. არ ვიცი, რა დავუშავეთ ესტონელებს?! ბუნებრივია, ელჩის გადაყვანის საკითხი ეს არის მათი ნება-სურვილი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი და ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები