გია აბაშიძე: სხვადასხვა ავაზაკობაში მხილებული, ბიტკოინების ქურდი გიორგი ბაჩიაშვილი საკანშიც არ ისვენებს და ოჯახიანად, დასავლელი ე.წ. მიუკერძოებელი ჟურნალისტების მეშვეობით, ებრძვის ბიძინა ივანიშვილის იმიჯს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დანაშაულებში მხილებული გიორგი ბაჩიაშვილი, ბიტკოინების ქურდობის საქმეზე ცნობილი, აქტიურობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და დასავლელი ე.წ. მიუკერძოებელი ჟურნალისტების დახმარებით ებრძვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის იმიჯს.
აბაშიძის თქმით, თეიმურაზ წიქვაძე, ივანიშვილის ადვოკატი, ადასტურებს, რომ უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ კამპანია ააგონ და ამ გზით დაზარალებულის, ბიძინა ივანიშვილის, დისკრედიტაცია მოახდინონ.
„სხვადასხვა ავაზაკობაში მხილებული, ბიტკოინების ქურდი გიორგი ბაჩიაშვილი საკანშიც არ ისვენებს და ოჯახიანად, დასავლელი ე.წ. მიუკერძოებელი ჟურნალისტების მეშვეობით, ებრძვის ბიძინა ივანიშვილის იმიჯს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ უცხოელი ჟურნალისტები მას ბაჩიაშვილის საქმეზე დაუკავშირდნენ და ცდილობენ როგორმე მოახდინონ დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია.
აგენტოკრატიის სხვადასხვა საცეცებმა ვერ ჩაიბეჭდეს, რომ ტოტალურად ფუჭია ივანიშვილებთან ჭიდილი, რადგან მათ მხარეზეა სიმართლე“, – წერს აბაშიძე.