ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ასაკოვანი მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე შესაბამისი ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ცე­ცხლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი, ამ დროისთვის, უც­ნო­ბია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები