ევროპარლამენტის სესიაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადება იგეგმება

სტრასბურგში, 8-11 სექტემბერს, ევროპარლამენტის სესიის ფარგლებში, ევროპელი დეპუტატები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებას განიხილავენ,- ამის შესახებ, ევროპარლამენტის პრესსამსახურმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, დეპუტატები დაამტკიცებენ რეზოლუციას, რომელიც შეაფასებს უკრაინის მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს და მოუსმენენ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მთავარ გამოსვლას.

“ეს ევროპული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის დროსაც ევროკომისიის პრეზიდენტი წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობას, მისი მანდატის მიღწევებს და, რაც მთავარი და ყველაზე საინტერესოა თქვენთვის, აცხადებს ახალ მიზნებსა და პოლიტიკას მომავალი წლებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერის მოადგილემ, ოლოფ ჰილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები