შალვა პაპუაშვილი: სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ხელისუფლებას გააკარებს

“ამ ხალხმა მგონი ჭკუა ვერ ისწავლა. სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირ აწეულები საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ხელისუფლებას გააკარებს?!” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი კვლავ დაუბრუნდა თავის საწყისებს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ვუყურებთ ამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანი სახით, რომელმაც დაიბრუნა თავისი უწინდელი სახე, „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეული ლიდერების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: “ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები