ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნო მიტინგზე თავში დაარტყეს
ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს, მისი ლიდერობით ორგანიზებული ANO-ს (უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია) საარჩევნო აქციის დროს, უკნიდან თავში ყავარჯენი დაარტყეს, რის შემდეგაც ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ფრიდეკ-მისტეკის რეგიონში საარჩევნო მიტინგზე მამაკაცმა ANO-ს მოძრაობის ლიდერს, ანდრეი ბაბიშს უკნიდან ყავარჯნით თავში რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც ბაბიში საავადმყოფოში გამოკვლევისთვის გადაიყვანეს. პოლიციამ თავდასხმისთანავე დააკავა მამაკაცი, რომელმაც პოლიტიკოსს დაარტყა. ქმედებები წინასწარი შეფასებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად არის კლასიფიცირებული. აქციის შემდეგ სამედიცინო დახმარება ერთ ქალსაც გაეწია“, – ნათქვამია სტატიაში.
პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც ინციდენტის შემდეგ ANO-ს მოძრაობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კარელ ჰავლიჩეკმა, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმა მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მიერ ბაბიშის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილის კამპანიის პირდაპირი შედეგი იყო.