კუბამ ვატიკანს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში შუამავლობა სთხოვა

კუბელმა ოფიციალურმა პირებმა ვატიკანს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში შუამავლობა სთხოვეს, – ამის შესახებ Washington Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

“კუბელმა ოფიციალურმა პირებმა ვატიკანს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში შუამავლობის გაწევა სთხოვეს. მიზანია მოლაპარაკებების ხელშეწყობა და თეთრი სახლის ზეწოლის კამპანიის შემსუბუქება, რომელიც ნავთობის ფაქტობრივი ბლოკადის გზით კუბის იზოლაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია გამოცემაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეხვედრებში პაპი ლეო XIV-ც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, 29 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კუბისთვის ნავთობის მომწოდებელი ქვეყნებიდან იმპორტზე ტარიფებს აწესებდა და კუბის მხრიდან სავარაუდო საფრთხის გამო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები