„დიდი შეცდომა“ – დასავლეთი პუტინის ჩინეთში ვიზიტით შეშფოთებულია

დასავლეთი საბედისწერო შეცდომას უშვებს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის დაახლოებას უგულებელყოფს, – ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Independent-ი წერს.

„თუმცა, დასავლეთის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა ამ კვირაში ჩინეთში მიმდინარე მოვლენების იგნორირება. <…> არსებობს მრავალი სიგნალი, რომელიც გასათვალისწინებელია. მათ შორისაა შემდეგი. რუსეთის შესახებ: <…> პუტინს მსოფლიოს დიდ ნაწილში სიამოვნებით ხვდებიან და ის ტიანძინში მთავარი საერთაშორისო ლიდერის პოზიციას დაიკავებს. რუსეთისა და ჩინეთის შესახებ: სი ძინპინი და პუტინი სხვებთან ერთად პეკინში სამხედრო აღლუმზე გამოჩნდებიან. ეს არ არის ექსკლუზიური ალიანსი; ეს არის პარტნიორობა, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში არსებობს“, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი აჩვენებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარის წარმომადგენელი ლიდერები მზად არიან განიხილონ თავიანთი მომავალი დასავლეთის მიმართ დიდი ყურადღების გარეშე და მით უმეტეს, მისგან სუვერენიტეტის მინიჭების გარეშე.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ტიანძინში 31 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე იმართება და მას 20-ზე მეტი ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსებული საერთაშორისო ასოციაციაა. მის შემადგენლობაში შედიან: ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი და ბელორუსი. დამკვირვებელი ქვეყნები: ავღანეთი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი და შრი-ლანკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები