მედიის ცნობით, ინდოეთმა აზერბაიჯანის გაწევრიანებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ხელი შეუშალა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინდოეთმა აზერბაიჯანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) გაწევრიანების საკითხს ვეტო დაადო.

წყაროების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ორგანიზაციის ბოლო შეხვედრაზე, დღეს, სადაც წევრი ქვეყნები ახალი კანდიდატების მიღებას განიხილავდნენ, რაზედაც ინდოეთმა წინააღმდეგობა გამოთქვა.

აზერბაიჯანი წლების განმავლობაში თანამშრომლობს SCO-სთან როგორც პარტნიორი, თუმცა სრულფასოვანი წევრობის მიღწევა მან აქამდე ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები