ლაშა აბაშიძე ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს ახალქალაქში დახვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი – ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.