ირაკლი ქადაგიშვილი: ისეთ ცილისწამებას, რომელიც საზოგადო სიკეთეს ეხება და რომელსაც ამ საზოგადო სიკეთის დაზიანება სურს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს

,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ბანკი ქართუს” მიერ “TV პირველის” წინააღმდეგ სასამართლოში წამოწყებულ დავას გამოეხმაურა.

“ისეთ ცილისწამებას, რომელიც საზოგადო სიკეთეს ეხება და ამ საზოგადო სიკეთის დაზიანება სურს, რა თქმა უნდა, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. კერძოდ, ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გულუა ამბობს, რომ ტელევიზიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ბანკის გამოყენებას ქონების გადასამალად ცდილობს და თითქოს ბანკი ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტია დღეს საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები