კრევეტების და ავოკადოს სალათი

ინგრედიენტები:

500 გრ. კრევეტები;
1 ც. ავოკადო;
300 გრ. პეკინური კომბოსტო;
3-4 ს. კოვზი მაიონეზი;
1 ც. კიტრი;
სალათის ფურცლები.

მომზადების წესი: კრევეტები შევწვათ ზეთში სუნელებთან ერთად. გაფცქვნილი ავოკადო დავჭრათ კუბებად. დავჭრათ პეკინური კომბოსტოც. ეს ყველაფერი ავურიოთ და შევაზავოთ მაიონეზით. დიდ თეფშზე დავაწყოთ სალათის ფურცლები, მომზადებული სალათი და გავაფორმოთ მაიონეზით, კიტრით და კრევეტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები