ლევან ცუცქირიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართება

12 იანვარს, 19 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ლევან ცუცქირიძის საგამოფენო სივრცეში, მხატვრის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ლევან ცუცქირიძემ 95-წლიანი ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა უსახსოვრა ქართულ ხელოვნებას.
„მხატვარმა ააღორძინა და განაახლა ქართული ფორმათგანცდა, რისი ნაკლებობაც ახასიათებდა სოცრეალიზმის პერიოდის ხელოვნებას. მისი ხელწერა – წარსულის მოდერნისტული რომანტიზაცია, ქართული კულტურული იდენტობის სტილისტურად უტრირებული გმირები, რომლებიც უფრო ფრესკების და რელიეფების ფერწერულ გადააზრებას წარმოადგენს, ყოველთვის ადასტურებდა მხატვრის ნონკონფორმისტულ პოზიციას.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის მდიდარი კოლექცია – ავტორს მთელი დარბაზი ეთმობა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ მხატვრის შემოქმედების თაყვანისმცემლებსა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს“, – წერია ინფორმაციაში.

მისამართი: რუსთაველის გამზირი N7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები