კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 51 წლის კაცმა თანასოფლელს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით საკუთარ სახლში მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მათი თქმით, მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.