სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Screenshot

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე სამუშაოები განხორციელდა სოფელ გამოჩინებულში, სადაც სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მგზების გაწმენდა გაგრძელდება ეტაპობრივად და მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამის სოფელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება და შეუფერხებელი კავშირი.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მერის მოადგილე დავით შემგელია და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა.

მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული სირთულეები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას აღმოფხვრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები