ახალი პროგრამა სამტრედიაში -2 000 ლარი თითოეულ ახალშობილზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებული ახალშობილების ოჯახებს ერთჯერადად 2 000 ლარი
გადაეცემათ. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

“პირველად, სწორედ ამ წლიდან, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ყველა ახალშობილზე გაიცემა 2 000
ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება.

როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ განაცხადა, დემოგრაფიული
მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში
დაწესებული ფულადი დახმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ახალგაზრდა ოჯახების
მხარდაჭერისა და დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.

დავით ბახტაძემ ახალშობილის ოჯახის სამტრედიის მუნიციპალიტეტის შენობაში უმასპინძლა და ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები