ხულოს მერიაში უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით „სტუდენტთა დახმარების პროგრამა“ ამოქმედდა
2026 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით „სტუდენტთა დახმარების პროგრამა“ ამოქმედდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება.
“პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო, რეგისტრირებული არიან ხულოს მუნიციპალიტეტში და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
• განცხადება;
• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლის/მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან (სკოლიდან) ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწავლის შესახებ;
• ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.
პროგრამით სარგებლობისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე, დაბა ხულო, ტბელ აბუსერსიძის ქუჩა N1, ან ელექტრონულად მისამარზე info@khulo.gov.ge”,- წერია ინფორმაციაში.