ირანის ხელისუფლებამ დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე სხვა რეგიონში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა ან სრულად გათიშა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
დედაქალაქში CBS News-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ თეირანში უზარმაზარი ბრბო იყო.
ამასთან, წყარომ დაადასტურა, რომ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უმეტესობისთვის ინტერნეტი გათიშული იყო.
წყაროს თქმით, მხოლოდ ზოგიერთ მოქალაქეს, უფრო სტაბილური, ბიზნეს-ტიპის ინტერნეტანგარიშებით,კვლავ ჰქონდა ქსელზე წვდომა, თუმცა მოქალაქეთა უმრავლესობა ინტერნეტით ვეღარ სარგებლობს.
სოციალურ მედიაში, ძირითადად ანტისამთავრობო აქტივისტების მიერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებ სერვისი ასევე გაითიშა ან მკაცრად შეიზღუდა ესფაჰანის, ლოდეგანის, აბდანანის და შირაზის ზოგიერთ ნაწილში.
შეგახსენებთ, რომ ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო.