“სიენენი”: მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს

მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს,- ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მინეაპოლისში საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა ქიმიური ნივთიერებების გაშვების გზით შეძლეს ზოგიერთი დემონსტრანტის ფედერალური შენობის შესასვლელიდან გარიდება.

გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ინციდენტს „შიდა ტერორიზმის აქტი“, თავად ქალს კი „არეულობის მონაწილე“ უწოდა და აღნიშნა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.
მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი კი ICE-ს აგენტის მონაწილეობით მომხდარი სროლის გამო შეშფოთებულია და მოითხოვს, რომ მათ ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები