“კარგია, თუ სააკაშვილს ღმერთი გაახსენდა და იწამა; როდის აღნიშნავენ სომხები, კათოლიკეები, თუ სხვა ქრისტიანები შობას, ეს მათი კალენდრით, მათი რწმენის საკითხია” – ბოჟაძე
“კარგია, თუ სააკაშვილს ღმერთი გაახსენდა და იწამა. როდის აღნიშნავენ სომხები, კათოლიკეები, თუ სხვა ქრისტიანები [შობას], ეს მათი კალენდრით, მათი რწმენის საკითხია”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
კერძოდ, ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოსტს, რომელშიც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ქვეყანაში შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის სურვილს გამოხატავს.
“სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს მუდმივად ეძებოს დაპირისპირების მიზეზი საზოგადოებაში. 25 დეკემბერი დღეს ქრისტიანული, მართლმადიდებლური კალენდრის 25 დეკემბერია. რაც შეეხება იმ კალენდარს, რომელიც არის კათოლიკური კალენდარი, რომელიც მთელმა მსოფლიომ მიიღო, დღეს 7 იანვარია. სამწუხაროა, რომ ისინი [ოპოზიცია] ვერც რელიგიაში ერკვევიან, ვერც რელიგიურ დოგმებში, ვერც კალენდარში. კარგია თუ სააკაშვილს ღმერთი გაახსენდა და იწამა. როდის აღნიშნავენ სომხები, კათოლიკეები, თუ სხვა ქრისტიანები [შობას] ეს მათი კალენდრით, მათი რწმენის საკითხია“, – აღნიშნა ბოჟაძემ.