ტრამპი: თუ ირანი ადამიანების ხოცვას დაიწყებს, ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს შურისძიებით, თუ ისლამური რესპუბლიკა მიზანში ამოიღებს იმ მომიტინგეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში.

„მე მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ადამიანების ხოცვას, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ… ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ“, – თქვა ტრამპმა კონსერვატორ რადიოწამყვან ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში.

ინტერვიუერის განცხადებით, საპროტესტო აქციებში ათობით ადამიანი დაიღუპა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ნაწილის გარდაცვალების მიზეზი ჭყლეტა გახდა და არა სამართალდამცავი ორგანოები.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის დაკისრება შემიძლია, მაგრამ… მათ ძალიან მკაცრად უთხრეს – კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გელაპარაკებით – რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთის გადახდა მოუწევთ“, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები