მაუგლი, ოღონდ პირიქით — მამაკაცმა ოთხი მგელი გაზარდა და ხროვის წევრად იქცა

ნორვეგიელი ფრენკ ანდრე სომა უკვე 20 წელზე მეტია, ბუნებრივ პარკ ლანგედრაგში მუშაობს. აქ ის უვლის არა მხოლოდ კურდღლებს, ციყვებსა და სხვა პატარა ცხოველებს, არამედ ნამდვილ მტაცებლებს — მათ შორის, მგლებს.

ფიქრობთ, რომ ეს სახიფათოა? — არა! ფრენკმა დაამტკიცა, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია არა მხოლოდ მგლებთან მეგობრობა, არამედ მათი ჯგუფის ლიდერობაც კი.

ფრენკ ანდრე სომა დილას ვოლიერთან მისვლით იწყებდა, სადაც ცხოვრობდა ორი მგელი — ვარგი და ირგასი. მას მგლებისთვის საკვები მიჰქონდა, ამიტომ ისინიც სიხარულით ხვდებოდნენ.

მგლები პატივს სცემდნენ ფრენკს, რადგან აღიქვამდნენ მას, როგორც მათზე უფროსს — „ალფა მამაკაცს“ .

მსგავსი აღიარების მისაღებად, ფრენკმა თავიდანვე დაიწყო ზრუნვა და მგლებთან ერთად იძინებდა. ეს, დაახლოებით, თვე-ნახევარს გაგრძელდა. მამაკაცი პურს აჭმევდა მათ და საკუთარ სითბოს უზიარებდა პატარა მგლებს — ასე ნელ-ნელა მოიმატა ნდობამაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია პირველი კონტაქტის დამყარება, რათა ბოლომდე შეეგუონ შენს არსებობას“, — ამბობს ფრენკი.

ცხოველები მას საჭმლის თეფშთან მაიხლოებასაც კი აცდიდნენ. თუმცაღა, იყო შემთხვევები, როცა „მგლის ინსტინქტი“ იღვიძებდა. ერთ-ერთ დღეს მგელი ემბლა თავს დაესხა ფრენკს, როცა ის ვოლიერში შევიდა, მაგრამ დანარჩენმა მგლებმა სწრაფად დაიცვეს მამაკაცი.

ფრენკის თქმით, მგლებს უფრო ეშინიათ ადამიანების, ვიდრე — პირიქით. ერთადერთი, ვისაც ისინი ახლოს უშვებენ — პარკის მფლობელი ტუვა თორსონი და თავად ფრენკია.

ამჟამად ფრენკი მუშაობს დათვების პარკში, რომელიც ოსლოდან რამდენიმე საათის მანძილზეა დაშორებული. აქ მან უნდა დაამყაროს ნდობა სამ სხვა მგელთან, მაგრამ ჯერჯერობით, მისი მცდელობები წარუმატებელია.

„ისინი უკვე დიდები არიან და ეშინიათ ჩემი“, — ამბობს ის. — „ვგონებ, არასოდეს გვექნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც ვარგთან და ირგასთან მქონდა, რადგან ეს მგლები მე არ გამიზრდია.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები