“დღეს მერობა არის მისჯა, მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო მიშენებების, თვითნებურ ნაგებობების გამო და სხვა” – ირაკლი როსტომაშვილი

“დღეს მერობა არის მისჯა, მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებურ ნაგებობების გამო და სხვა”, – ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს.

„უფრო მეტი პრობლემაა ისტორიულ ზონებში, სადაც კოეფიციენტს ვერ ვზრდით. ჩემი პოზიციაა, რომ დასაწყებია დაუყოვნებლივ ინვენტარიზაცია, ეს დაახლოებით, იგივეა, როცა სახელმწიფომ დაიწყო ავტომობილებს ტექნიკურ დათვალიერება, არაპოპულარული რაღაცებია გასაკეთებელი. დღეს, არჩევნებზე მერობა არის მისჯა, მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებურ ნაგებობების გამო და სხვა.

ეს არის კერძო საკუთრება და ეს უნდა უთხრას მერიამ ხალხს. ბინას როცა ყიდიან მერიას, სახელმწიფოს რამეს აძლევს? ლიფტებიც თავისია, გამგეობას რომ მიმართავენ შესაკეთებლად. მერიამ უნდა უთხრას, შეგვიძლია მოგეხმაროთ, მაგრამ ინვესტორის პოვნა თქვენი პასუხისმგებლობაა. სიმართლე მწარეა, მოსახლეობისთვის ცუდი მოსასმენი სიმართლე უნდა თქვას მერიამ”, – განმარტავს როსტომაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები