ვაჟა სირაძე – „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე: ამ ეტაპზე გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად არ გვაქვს ინფორმაცია – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ“, – განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.